15 წლის ალექსანდრე მიქელაძეს, რომელიც 16 იანვარს, ღამის 22:00 საათიდან ბათუმში გაუჩინარდა და მას შემდეგ სამართალდამცველები და სამაშველო სამსახურები ეძებენ, დედა სოციალური ქსელის მეშვეობით ხშირად მიმართავს და დაბრუნებას სთხოვს.
„სული დამეღალა… მენატრები, დეე“, – წერს ნათია დიაკვნიშვილი.
ცნობისათვის, ალექსანდრე მიქელაძე 16 იანვარს, ღამით 22:00 საათიდან გაუჩინარდა.
ფოტო: „დე, მოდი გემუდარები…რამდენი სათქმელი დამიგროვდა იცი?!, უკიდეგანოდ მენატრები“ – ბათუმში დაკარგული 15 წლის მოზარდის დედა შვილს მიმართავს
ვიდეო: „დე თავისუფლად მინდა ვიყო, შენთან თავისუფლად ვარ, აქ ვერ ვარ თავისუფლად“ – ბათუმში დაკარგული ბიჭის, ალექსანდრე მიქელაძის დედა შვილთან დიალოგის დეტალებს იხსენებს
„მივმართავ საზოგადოებას, არავის დაუჯერონ, დაუჯერონ მხოლოდ ჩემ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას… ჩემი შვილი როგორც კი გამოჩნდება, ორ სიტყვას მაინც დავწერ“ – ბათუმში დაკარგული მოზარდის დედა