25 და 26 ოქტომბერს საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისი” გაიმართა. ფესტივალი ჯანსუღ კახიძის 90 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონცერტებით დაიხურა. როგორც მოსალოდნელი იყო, კონცერტმა მსმენელზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. დამსწრე საზოგადოებიდან ერთ-ერთი, ლუკა ამბალია, კონცერტიდან მოკლე ვიდეოჩანაწერს, სოციალურ ქსელში გვიზიარებს, სადაც მაესტრო ვახტანგ კახიძე, ჩვეული ოსტატობითა და საოცარი ემოციებით ასრულებს გენიალური კომპოზიტორის, ჯანსუღ კახიძის მიერ შექმნილ კომპოზიციას „მოვა მაისი”.
„სულის მალამო”, „არასოდეს მწყინდება კახიძის შემოქმედება”, “ ვახტანგ კახიძის უკვდავი შემოქმედება”, „როგორ მიყვარს ვახტანგის ტკბილი ხმა” – წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები ვიდეოს კომენტარებში.
@geopianoorganisation #ვახტანგკახიძე #მოვამაისი #ჯანსუღკახიძე #საქართველო
♬ original sound – ambalialuka
ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალი, რომელიც აერთიანებს კლასიკური მუსიკის სხვადასხვა ჟანრებს, ფოლკლორისა და ჯაზის მიმართულებით, წელს თავისი არსებობის 33-ე წელს ითვლის. ფესტივალი, თავის მიზანს – წარმოაჩინოს თანამედროვე ქართველი კომპოზიტორების შემოქმედება და უკვდავყოს ქართული ტრადიციული მუსიკა, კვლავ წარმატებით ახორციელებს.
