რა არის ფქოდი, რა სიმპტომები ახასიათებს და როგორ ვუმკურნალოთ?– პულმონოლოგი, ფთიზიატრი, მედიცინის დოქტორი კახა ვაჭარაძე დაავადების შესახებ გადაცემას, „პაციენტი“ ესაუბრა.
მისი თქმით, ფქოდი არის ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, რომელსაც ტკივილი არ ახასიათებს! ხველა კი ერთ-ერთი სიმპტომია დაავადებამდე.
„ეს ნიშნები უყურადღებოდ არ დატოვო!“ – 5 დაავადება, რომელიც წონაში უნებლიედ კლებას უკავშირდება: გიორგი ღოღობერიძე საზოგადოებას აფრთხილებს
გიორგი ღოღობერიძე საზოგადოებას იმ საყურადღებო ნიშნების შესახებ უყვება, რაც შესაძლოა წონაში საგრძნობლად კლების გამომწვევი მიზეზი გახდეს.
პულმონოლოგი ამბობს, რომ ღნიშნული დაავადების დიაგნოსტირება, ხშირად დაგვიანებულია, თუმცა მისი გამოვლენა მარტივი ტესტებით არის შესაძლებელი და ყველასთვის ხელმისაწვდომია:
„ჩვენ პაციენტებს ვუხსნით, რომ ეს დაავადებები პაციენტებს არ სტკივათ, ის გუდავს ჩვენს პაციენტებს, რადგან იწვევს სუნთქვის უკმარისობას,
ამიტომაც მიდგომა, რომ „თუ არ გტკივა ავად არ ხარ“, არ არის მართებული.
ფქოდის პირველი სიმპტომია ქოშინი, დაღლა, ჰაერის უკმარისობა, ნახველის გამოყოფა…“ – ამბობს სპეციალისტი და დიაგნოსტკის მნიშვნელობაზე საუბრობს.