LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ტაბაწყურის ტბა და სოფელი ტაბაწყური სრულად გაიყინა

740
ddd

„გაყინული ტაბაწყურის ტბა და სოფელი ტაბაწყური. ისეთი ქარი იყო, დრონის აფრენას ვერ ვრისკავდი, მაგრამ მგონი ღირდა“, – ამ სათაურით აქვეყნებს ვიდეორგოლს სოციალურ ქსელში მოგზაური ბლოგერი ოთო ნიკურაძე, რომელიც საკუთარი მოგზაურობის ამსახველ, საინტერესო ფოტო და ვიდეოკადრებს საზოგადოებას ხშირად უზიარებს.

აღსანიშნავია, რომ ოთო ნიკურაძის ამ ვიდეორგოლსაც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და უამრავი ადამიანის მოწონება დაიმსახურა.

ცნობისთვის, ტაბაწყურის ტბა სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბორჯომისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტების საზღვარზე მდებარეობს, ზღვის დონიდან 1991 მეტრზე. მისი სარკის ფართობი 14,2 კმ²-ა, მაქსიმალური სიღრმე – 40,2 მ, საშუალო სიღრმე კი – 15,5 მ. ტბის ქვაბული ლავური ნაკადების შეგუბების შედეგადაა წარმოქმნილი და მიწისქვეშა, თოვლისა და წვიმის წყლით საზრდოობს. ზამთარში იგი გაყინულია. ტბა გარშემორტყმულია ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილით. წყალი მტკნარია და თევზით მდიდარი, მოიპოვება კიბორჩხალებიც. ტბის გარშემო ორი სოფელია, ტაბაწყური და მოლითი. სოფელი ტაბაწყური ნაწილობრივ ტბაში შეჭრილ ნახევარკუნძულზეა გაშენებული, რაც კიდევ უფრო მატებს ამ ადგილს საინტერესოობასა და მიმზიდველობას. ლურჯი ტბა, გაშლილი სივრცეები და მთები საოცარ სანახაობას ქმნის.

როგორ მივიდეთ

ტაბაწყური ბორჯომიდან 60 კმ-ით არის დაშორებული. აქ მოხვედრა 2 მხრიდანაა შესაძლებელი, ახალქალაქიდან და ბაკურიანიდან. ბაკურიანს გასცდებით თუ არა გრუნტის გზა იწყება, რომელზეც გადაადგილება სედანით არის შესაძლებელი, თუმცა საჭიროა სიფრთხილე. ზამთრის და ადრეული გაზაფხულის პერიოდში ბაკურიანის მხრიდან ტაბაწყურში მანქანით მისვლა შეუძლებელია, გზა იკეტება. ახალქალაქის მხრიდანაც გზის ბოლო მონაკვეთი გრუნტიანია და აქაც სედანით შეიძლება გადაადგილება. ზამთარში მხოლოდ ახალქალაქის მხრიდან არის შესაძლებელი ტაბაწყურში მოხვედრა.

video: ოთო ნიკურაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g