თამარ ივერი და თენგიზ ცერცვაძე ერთმანეთს მწვავედ დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება ვაქცინაციის გარშემო ახალ გადაცემაში „ღამის პრაიმ ტაიმი“ შედგა, სადაც ანტივაქსერული და პროვაქსერული განწყობის ადამიანები შეიკრიბნენ.
თამარ ივერი ანონსში გამოთქვამს მოსაზრებას, რომ ჯანდაცვის სისტემაში გარკვეული მაფიოზური სქემა მუშაობს, რაზეც თენგიზ ცერცვაძე მას მწვავედ პასუხობს: „კატეგორიულად არ გაქვთ ამისი თქმის უფლება, თქვენ სხვა მოტივაცია გაქვთ ამისი, როგორც ჩანს…“