LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „თანამედროვე საშემსრულებლო ხელოვნება სწორედ ასეთ მოვლენებს აერთიანებს“ – ნატალია ქუთათელაძის, დათუნა ალადაშვილისა და ლუკა თოფურიას ბრწყინვალე შესრულება

225
ნატალია ქუთათელაძე, დათუნა ალადაშვილი, ლუკა თოფურია

decart.events ნატალია ქუთათელაძის, დათუნა ალადაშვილისა და ლუკა თოფურიას ბრწყინვალე შესრულებას გვიზიარებს.

მუსიკოსების პერფორმანსი სოციალურ ქსელში ვრცელდება.

„ნატალია ქუთათელაძემ, დათუნა ალადაშვილმა და ლუკა თოფურიას ტრიომ მსმენელს შესთავაზეს არა მხოლოდ კონცერტი, არამედ ისეთი მხატვრული სივრცე, სადაც მუსიკა, მოძრაობა, არტისტული ქცევა, გარემო და მაყურებელი ერთიან წარმოდგენად შეიკრა. თანამედროვე საშემსრულებლო ხელოვნება სწორედ ასეთ მოვლენებს აერთიანებს, როცა მთავარი აღარ არის მხოლოდ ნაწარმოების შესრულების ხარისხი, არამედ ის, თუ რა ურთიერთობა იქმნება სცენასა და დარბაზს შორის, როგორ იბადება საერთო ემოციური სივრცე და როგორ იქცევა მაყურებელი უხილავ, მაგრამ სრულფასოვან მონაწილედ“- აღნიშნავს თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები