თბილისის სამხატვრო აკადემიის რექტორი, გია გუგუშვილი თავად შეგვიძღვება ახლად რესტავრირებულ სამხატვრო აკადემიის ულამაზეს შენობაში, რომელიც თავიდან გაცოცხლდა, ასი წლის თავზე. როგორც გიგა გუგუშვილი ამბობს, ეს არის ყველას ერთობლივი ძალისხმევით აღდგენილი უნიკალური ძეგლი. “ეს ევროპაში ერთ-ერთი ულამაზესი სამხაყტვრო აკადემია გახლავთ. ჩვენ ველოდებით ვიზიტორებს. ეს არ იქნება ჩაკეტილი სივრცე. მობრძანდით და ნახეთ“, აღნიშნავს გია გუგუშვილი.