LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: Tesla Cybertruck-ის წარმოება დრონით გადაიღეს

124
tesla

დრონმა ელექტრონული პიკაპის Tesla Cybertruck-ის წარმოება გადაიღო. მფრინავმა აპარატმა ტეხასში მდებარე გიგაფაბრიკის ფანჯრებთან მისვლა 23 ივნისს შეძლო. მის ობიექტივში სხვა წვრილმანებთან ერთად მოხვდა ორი გიგანტური Giga Press, რომელთა სიგრძეც 20 მეტრია და თითოეული 9 ტონას იწონის. უნიკალურ ტექნოლოგიას დასაწყისისთვის მხოლოდ Cybertruck-ის წარმოებისთვის გამოიყენებენ, მომავალში კი მას Tesla-ს სხვა მოდელებზეც გაავრცელებენ.

Tesla-ს პიკაპის პირველი ვერსია ამ წლის დასაწყისიდან იგება, ამის შესახებ კომპანიამ თავადვე განაცხადა. ამჟამად მასობრივი წარმოებისთვის ემზადებიან, რაც დრონის მიერ გადაღებული კადრებითაც დასტურდება. მფრინავმა აპარატმა გადაიღო რამდენიმე მზა დეტალიც, რომლითაც მომავლის პიკაპებს დააკომპლექტებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები