LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: Tesla Cybertruck–ისთვის ძალიან კომპაქტური საცხოვრებელი მოდული მოიფიქრეს

136
teslacibertrck

ელექტრონული Tesla Cybertruck, რომელიც კონვეიერზე ჯერ არც კი შემდგარა, ინჟინერთა შთაგონების წყაროდაა ქცეული. ამჯერად პიკაპისთვის ძალიან კომპაქტური საცხოვრებელი მოდელი მოიფიქრეს და მას სახელად CyberLandr დაარქვეს. საცხოვრებლის სიგრძე და სიგანე ავტომობილის სატვირთო პლატფორმას იდეალურად ერგება და დახურულ მდგომარეობაში მისი შემჩნევა შეუძლებელიც კია. ამასთან, შიგნით კომფორტისთვის აუცილებელი ყველა საბაზისო დეტალი დაეტია.

პრინციპი, რომლითაც CyberLAndr იშლება, ჩვეულებრივ კეცვად ჭიქას გავს: ძარიდან სახლი იზრდება და მასზე ოთხჯერ დიდი ხდება. კემპერი 6 ფანჯრითაა აღჭურვილი, რომლებსაც ელექტრონული ფანჯრები აქვს, იქვეა მოძრავი კიბე და მზის პანელი, 500 ვატიანი სიმძლავრით. თუკი ეს ენერგია საკმარისი არ იქნება, საქმეში პიკაპის ელემენტი ერთვება.

Cybertruck–ის შიგნით სივრცე ორადაა გაყოფილი, საცხოვრებელი ზონა, სადაც საძინებელი, მისაღები და სამზარეულოა, იქვეა მცირე ზომის აბაზანაც. დიზაინერს არც ერთი საჭირო ნივთი არ გამორჩენია და პიკაპში ადგილი ტელევიზორისთვის, ინტერენტისთვის და შხაპისთვისაც მოიძებნა.

ასეთ კემპერებს ტეხასის შტატში, ქალაქ ოსტინში ააწყობენ და მათი ღირებულება თავად Cybertruck–ის ფასს ემთხვევა ანუ – 39 995 დოლარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g