ადამიანის მსგავსმა რობოტმა Tesla Optimus-მა თაობა შეიცვალა. კომპანიამ ანდროიდი Optimus Gen 2 წარადგინა, რომელიც წინა პროტოტიპებისგან გაუმჯობესებული დიზაინით და ბევრად მოქნილი მოძრაობებით გამოირჩევა. გარდა ამისა, რობოტი უკეთ „გრძნობს“ ბალანსს, 30%-ით უფრო სწრაფად დადის და 10 კილოგრამით ნაკლებს იწონის, შეუძლია ცეკვა და სათუთ ნივთებთან მოპყრობა – მაგალითად, ქათმის კვერცხებთან.
Optimus სპეციალურად მისთვის შექმნილი გადამცემებითაა აღჭურვილი. თითებს მეტი მგრძნობელობა შემატეს და “ტესლამ“ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც რობოტების წყვილი მუსიკის ფონზეც კი ცეკვავს.
Tesla ჰუმანოიდ რობოტზე 2 წელზე მეტია მუშაობს. ანდროიდის შექმნის გეგმებზე კომპანია 2021 წლის ზაფხულში ალაპარაკდა და მას შემდეგ რკინის კაცმა ბევრი ცვლილება და გაუმჯობესება განიცადა.