LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო-ტესტი: რამდენ წამში ვიპოვით იმ ადგილს, რასაც პოლიციამ ვერ მიაგნო

405
88888

ახალგაზრდა ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმე კვლავ ბურუსით მოცულია. ყოველდღიურად, რაც უფრო მეტი ინფორმაცია ხდება საჯარო, მით უფრო გაურკვეველია საქმის კონტურები.

დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთ-ერთი მოწმის, იაკობ ბრეგვაძის სატელეფონო ჩანაწერი გაასაჯაროვა, სადაც ბრეგაძე პოლიციას შემთხვევის შესახებ უყვება და ადგილზე დროულად მისვლას სთხოვს.

ჩანაწერში ისმის, რომ პოლიციამ ადგილმდებარეობას ვერ მიაგნო.

“ფორტუნა” დაინტერესდა, რამდენად მარტივად იძებნებოდა, იაკობ ბრეგაძის მიერ გადაცემული ლოკაცია მარტივად, გუგლის რუკით.

იხილეთ ვიდეო-ტესტი:

„ჩხუბი მოხდა, მალე მოდით“: შსს-მ იაკობ ბრეგვაძის მიერ 112-ში განხორციელებული ზარის ჩანაწერი გაასაჯაროვა (აუდიოჩანაწერი)

 

შეგახსენებთ, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ 17-ვე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ფეხბურთელის დაკარგვის შესახებ ოჯახმა 19 ივნისს განაცხადა. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g