LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: თეთრ სახლში ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა დაიწყო

194
დონალდ ტრამპი, ვოლოდიმირ ზელენსკი

„თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის მოლაპარაკებები დაიწყო“, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილზე მომუშავე ამერიკული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ერთობლივი პრესკონფერენცია რამდენიმე საათში გაიმართება.

დონალდ ტრამპთან შეხვედრამდე უკრაინის პრეზიდენტმა შეხვედრა აშშ-ის სენატის ორპარტიულ დელეგაციასთან გამართა.

„მნიშვნელოვანი ვიზიტი შეერთებულ შტატებში. ვაშინგტონში აშშ-ის სენატის ორპარტიულ დელეგაციას შევხვდი.

ჩვენი საუბარი ფოკუსირებული იყო უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელებაზე, შესაბამის საკანონმდებლო ინიციატივებზე, პრეზიდენტ ტრამპთან ჩემს შეხვედრაზე, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად ძალისხმევებზე, ომის დამთავრების ჩვენს ხედვაზე და მტკიცე უსაფრთხოების გარანტიების მნიშვნელობაზე.

შეერთებული შტატების მსგავსი სტრატეგიული პარტნიორებითა და მეგობრებით ვამაყობთ. რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიის სამი წლის განმავლობაში უკრაინის ურყევი ორპალატიანი და ორპარტიული მხარდაჭერისთვის მადლობელი ვართ“, – წერს ზელენსკი.

ცნობისთვის, შეხვედრის შემდეგ იგეგმება, რომ უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტები უკრაინაში იშვიათი ლითონების მოპოვების შესახებ შეთანხმებას მოაწერენ ხელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g