რამდენიმე დღის წინ მსოფლიომ „ჰელოუინის“ დღესასწაული იზეიმა. ჩვენ ვარსკვლავების არაერთი გამორჩეული „ლუქი“ ვიხილეთ. თუმცა ჰიპ-ჰოპ არტისტმა, The Weeknd ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.
თანამედროვეობის ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა ვარსკვლავმა, აბელ ტესფალიემ სასცენო ფსევდონიმით The Weeknd, საკულტო ტრილოგიიდან „ნათლიმამა“ ლეგენდარული მსახიობის, მარლონ ბრანოდს იმიჯი მოირგო. საოცარი ტრანსფორმაციით მომღერალმა ყველა დაჩრდილა და „ჰელოუინის“ ყველაზე შთამბეჭდავი გარდასახვაც შემოგვთავაზა. მოგვიანებით მან ვიდეო „ინსტაგრამზე“ გაავრცელა.