LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ტიმოთი შალამეს პირველი რეაქცია, როცა გამარჯვებულად მაიკლ ბი ჯორდანი დაასახელეს

1336
page

2026 წლის ოსკარის ცერემონიაზე ერთ-ერთ ყველაზე განხილვად მომენტად იქცა ის ფაქტი, რომ ტიმოთი შალამე „საუკეთესო მსახიობის კატეგორიაში“ გამარჯვების გარეშე დარჩა.

„ოსკარი“ 2026 წლის გამარჯვებულები ცნობილია

წამყვანმა „ოსკარების“ მონოლოგი ჯეფრი ეპშტეინზე ხუმრობით გახსნა, რამაც დარბაზი შოკში ჩააგდო

30 წლის მსახიობი, რომელიც ბევრის აზრით, ფავორიტად ითვლებოდა ფილმში, „მარტი დიდებული“ შესრულებული როლისთვის, საბოლოოდ დამარცხდა. ჯილდო მაიკლ ბი ჯორდანმა მოიპოვა ფილმისთვის „ცოდვილნი“.

როდესაც 2025 წლის „საუკეთესო მსახიობმა“, ედრიან ბროუდიმ სცენიდან გამარჯვებულის სახელი გამოაცხადა, კამერებმა შალამეს რეაქცია დააფიქსირეს. მსახიობი აშკარად იმედგაცრუებული ჩანდა, თუმცა გამარჯვებულს თავაზიანად დაუკრა ტაში და თითქოს ჩუმად წარმოთქვა „იეაჰ“.

ცნობისთვის, გასულ კვირას „ოსკარის“ ნომინანტი, ტიმოთი შალამე, კრიტიკის ქარ-ცეცხლში ეხვევა. ის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ის აცხადებს, რომ დღეს ბალეტსა და ოპერას აღარავინ უყურებს.

მსახიობის ამ განცხადებამ ბალეტისა და ოპერის სამყაროში კრიტიკული რეაქცია გამოიწვია.

აღსანიშნავია, რომ შალამეს ფიასკო საზოგადოების დიდმა ნაწილმა, სწორედ აღნიშნულ ფაქტს დაუკავშირა.

„როცა ადამიანები ბრაზდებიან, ეს შეიძლება გაცილებით მეტი დაგიჯდეს, ვიდრე გულშემატკივრების 14 პროცენტი, ასე რომ, ფრთხილად იყავი, ბიჭო!“ – ჰოლივუდი ტიმოთი შალამეს წინააღმდეგ

როგორ დავკარგოთ რამდენიმე წამში „ოსკარის“ მიღების შანსი და განვარისხოთ ხელოვნების სფერო – ტიმოთი შალამე სკანდალში ეხვევა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები