LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: თითქმის 10 წლის შემდეგ, სასამართლო მაგდა პაპიძის საქმეს უბრუნდება – რას ითხოვს ქმარ-შვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებული უვადო პატიმარი

355
მაგდა პაპიძე

თითქმის 10 წლის წინ, მაგდა პაპიძე ქმრისა და შვილის მკვლელობაში 12-მა ნაფიცმა მსაჯულმა, ერთხმად, დამნაშავედ ცნო. უმძიმეს დანაშაულში ბრალდებულმა, რუსთავის #5 ციხის იმ კორპუსში, სადაც განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დამნაშავეები ცხოვრობენ, ბინა სამარტოო საკანში დაიდო. უვადო პატიმრობის ათვლაც 2016 წლის 6 ივნისს დაიწყო.

„რუსთავი 2“ ის გადაცემაში „კურიერი • P.S“ აცხადებენ, რომ უვადო მსჯავრდებული სააპელაციო სასამართლოში საკუთარი სურვილით და კონკრეტული მოთხოვნით დაბრუნდა – ის კანონით განსაზღვრული მკაცრი რეჟიმის შემსუბუქებას ითხოვს. ბევრი ისაუბრა, იმაზე, რომ სურს, ჩაერთოს ციხის ყველა პროგრამაში, იმუშაოს და თანხა დააგროვოს. უვადო პატიმარს ციხიდან გასვლის მოლოდინი აქვს და წლების ფუჭად გატარება არ სურს.

მაგდა პაპიძემ ციხის ადმინისტრაციას მადლობა არაერთხელ უთხრა, მათ შორის იმისთვის, რომ სამთვიანი კონტრაქტით, ჟოლოს ბაღში მუშაობის უფლება მისცეს. სამარტოო საკანში კი, ძირითადად ხატვას და შემდეგ ნამუშევრებს ყიდის. ხატვა შემოსავლის წყაროდ აქცია. ქმრისა და შვილის მკვლელობის უმძიმეს ბრალდებაზე არაფერი უთქვამს, გარდა იმისა, რომ მომხდარს საკუთარი უბედურება უწოდა.

უვადო მსჯავრდებულს ერთადერთი მიზანი აქვს – დახურული ზონიდან ნახევრად ღიაში გადასვლა სურს. რას გადაწყვეტს სასამართლო – რამდენიმე დღეში გაირკვევა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g