LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ტოკიოში იაპონელები რაჭულს ცეკვავენ – ქართულ ფესტივალზე შესრულებული ცეკვა სოციალურ ქსელს იპყრობს

913
fot (4)

იაპონიაში პირველი ქართული ფესტივალი ჩატარდა. ფესტივალის შესახებ სოციალურ ქსელში იაპონიაში საქართველოს ელჩი თეიმურაზ ლეჟავა წერს და აღნიშნავს, რომ მოხარულია, რომ ქართული ფესტივალმა წარმატებით ჩაიარა.

ელჩის განმარტებით, პირველი ფესტივალისთვის სავსებით წარმატებული შედეგია, და რაც მთავარია, შემდეგ წელს უფრო გაფართოებული ფორმატით ჩატარებაც გადაწყდა.

ფესტივალი მოიცავდა ქართული წიგნების, კერძების, ღვინის გაყიდვას, ასევე, ქართული ტრადიციული სამოსის ჩვენებას.

გარდა ამისა, ფესტივალი მოიცავდა იაპონური ცეკვის ჯგუფი „საფირონების“ მიერ შესრულებული ქართული ცეკვის პროგრამის წარდგენას.

 

 

???? პირველი ქართული ფესტივალი ტოკიოში ❤️

Posted by Thea Matins on Saturday, 20 May 2023

 

 

სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა ფესტივალზე იაპონელების მიერ შესრულებული რაჭულის ვიდეო.

ცეკვამ არაერთი დადებითი გამოხმაურება გამოიწვია:

„უგრძვნიათ ჩვენი ცეკვის და მუსიკის ენერგია“, „მშვენივრად შეასრულეს“, „მესიამოვნა, უხდებათ კიდეც“, – წერენ ინტერნეტმომხმარებლები.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g