LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: Toyota–ს ახალი პიკაპი tundra

62
toyotatundra45

კომპანია Toyota–მ თავისი ახალი პიკაპის Tundra–ს მოკლე ვიდეოთიზერი გამოაქვეყნა. 9 წამიან რგოლში ოპტიკის გარდა სხვა დეტალების შეთვალიერება საკმაოდ რთულია, თუმცა ბრენდს მოდელის განახლებზე სურდა მინიშნების გაკეთება.

კადრებში ფარები და განათების სხვა წყაროებია ასახული. ზოგიერთი დეტალი ავტომოყვარულებს პაპარაცულ კადრებზე უკვე ნანახი აქვთ. მაგალითად, ფოტოებში კარგად ჩანდა ახალი რადიატორის ბადე, რომელიც თიზერში დამალეს.

წინასწარი ინფორმაციით, ახალი Tunda „ტოიოტას“ პლატფორმა F1–ზე აიგება. ამავე პლატფორმაზე ააგებენ მომავალში ყველგანმავლებს Sequoia–სა და 4Runner–ს, ასევე პიკაპ Tacoma–ს.

ტექნიკური შიგთავსის შესახებ ინფორმაცია ჯერ–ჯერობით არ ვრცელდება. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ თაობის ცვლასთან ერთად პიკაპის ძრავთა ვარიაციიდან 5,7 ლიტრის მოცულობის V8 გაქრება და მას „ტვინ ტურბო“ V6, 3,5 ლიტრის მოცულობის აგრეგატი ჩაანაცვლებს. ძრავს 450 ცხენის ძალის განვითარება შეეძლება .

გარდა ამისა, Toyota Tundra–სთვის ჰიბრიდულ აგრეგატსაც ამზადებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები