გასულ წელს, კარდაშიანების შოუს ვარსკვლავმა, კორტნიმ Blink-182-დრამერზე, ტრევის ბარკერზე იქორწინა. ახლა ცნობილი გახდა, რომ 44 წლის კორტნი ორსულადაა. სასიხარულო ინფორმაცია ვარსკვლავმა მეუღლის კონცერტზე გააჟღერა. მას ხელში ბანერი ეჭირა წარწერით: „ტრევის, მე ორსულად ვარ“.
როდესაც არტისტმა ეს გაიგო, სიხარულისგან სცენიდან გადმოხტა და მეუღლეს ჩაეხუტა.
ცნობისთვის კორტნის წინა ქორწინებიდან სამი შვილი ჰყავს, ტრევისს კი ორი.