ალექსანდრე ჯეჯელავას მორიგ საინტერესო ნააზრევს გვიზიარებს „აზროვნების აკადემია“.
„ადამიანს როგორც ელაპარაკები, ისეთი ხდებაო, ამბობენ. თუ თქვენს შვილს ეტყვით, ზარმაცი ხარო, ერთ მშვენიერ დღეს დაგეთანხმებათ. მიირტყამს ზარმაცს და მეყოლე ვარდივით. შეძახილმა ხე ხომ გაახმო, შენი გამხმარია ეგ ხე… თუ თქვენს თანამშრომლებს მოექცევით, როგორც ბავშვებს, მიიღებთ ბავშვების შრომას, იმუშავებენ ბავშვებივით და მოიქცევიან ბავშვებივით. არსებობს ამის საპირისპირო შემთხვევაც. დეიდაჩემი არის ძალიან კარგი არქიტექტორი. 10 წლისას მკითხა, როგორი ხელმოწერა გაქვს, მაჩვენე, როგორ აწერ ხელსო. ძალიან ცუდი ხელწერა მქონდა, ბატიფეხური. დეიდაჩემმა თქვა, ეს არ ვარგა, გაგიკეთებ ხელმოწერას, დიდი კაცი გახდები და კარგი ხელმოწერა დაგჭირდებაო. 10 წლისას გადმომეცა ეს ხელმოწერა, ძალიან კაპიტალურად ნამუშევარი. ახლა ამოცანა გვეკითხება, ჩემს კარიერაში ამ მოვლენამ იქონია თუ არა გავლენა. რამდენჯერაც რამეს ხელი მოვაწერე, ეს შემთხვევა მახსენდება სიამოვნებით. ასევე შეიძლება ადამიანების დაკნინება…“