ვენეციის კინოფესტივალზე გაბრწყინებული ქართველი მსახიობები და ქართული კინოს უდიდესი მიღწევა – ქართველი რეჟისორის, დეა კულუმბეგაშვილის ფილმი, „აპრილი“ ვენეციის კინოფესტივალზე ჟიურის მთავარ პროგრამაში აღმოჩნდა და სპეციალური პრიზი დაიმსახურა.
რას შეგრძნებაა წითელ ხალიჩაზე ლეგენდარულ მსახიობებთან ერთად გავლა, როგორი იყო კინოსამყაროს მეტრების და მაყურებელთა შეფასებები, ტრიუმფი მსოფლიოს ერთ-ერთ გავლენიან კინოფესტივალზე და პასუხი კრიტიკაზე ჩაცმულობის გამო – ქართველი მსახიობის, ია სუხიტაშვილის პირველი ინტერვიუ ვენეციის კინოფესტივალზე წარმატების შემდეგ „დილა მშვიდობისა საქართველომ“ ჩაწერა:
„თურმე ძალიან ფრთხილად უნდა იყო ნატვრებთანო გამიგია…
გადის წლები და ეს ნატვრა ახდა, საოცარი ემოციები ჰქონდა ჩვენს გუნდს… იქ იყვნენ ნიკოლ კიდმანი, ანჯელინა ჯოლი, ჯულიანა მური და ასე შემდეგ…
სადაც არ ვიყავით, მოდიოდნენ ადამიანები და ვერ მალავდნენ აღფრთოვანებას, ისინი პირდაპირ უწინასწარმეტყველებდნენ ფილმს გამარჯვებას…
მე ეს ფილმი პირველად ვენეციის კინოფესტივალზე ვნახე, ძალიან ვღელავდი…
ჩვენთან დიდი კრიტიკა გამოიწვია ჩემმა ჩაცმულობამ, იქ არავის არ უკვირს ასეთი ღია კაბა… მე ვთვლი, რომ კაბა ძალიან მიხდებოდა, ხომ შეიძლება რომ მეც ვიყო გულწრფელი“ – ამბობს ინტერვიუში ია სუხიტაშვილი.
🎬🩵 ია სუხიტაშვილის პირველი ინტერვიუ ვენეციის კინოფესტივალზე გამარჯვების შემდეგ🎬🩵 ია სუხიტაშვილის პირველი ინტერვიუ ვენეციის კინოფესტივალზე გამარჯვების შემდეგ – ტრიუმფი მსოფლიოს ერთ-ერთ გავლენიან ფესტივალზე, შეფასებები და მსახიობის პასუხი კრიტიკაზე 🙌🏼 ზაკ მირიანაშვილის დილის კინოინტერვიუ ია სუხიტაშვილთან
Posted by დილა მშვიდობისა საქართველო on კვირა, 08 სექტემბერი, 2024