ჟურნალისტი მაია ასათიანი „ინსტაგრამზე“ გვიზიარებს ვიდეოს, სადაც აცხადებს, რომ გარდერობიდან ძველი კაბები ამოიღო, რომელიც „პროფილის“ სხვა და სხვა გადაცემაში ეცვა.
„ძველი მეომარი საგანგებოდ გადანახულ „ქამარ-ხანძალს“ რომ ამოიღებს, გააპრიალებს და საბრძოლველად წავა, ისე ამოვიღე პროფილის კაბები… თურმე, როგორ მომნატრებია.
ამოვიღე ძველი „ქამარ-ხანჯალი“… რისთვის? ამას მერე გეტყვით“, – ამბობს მაია „ინსტაგრამზე“ გავრცელებულ ვიდეოში.
„ეს ჩემი ბოლო ახალი წელია ტელევიზიაში, სახეს ლეილა აბაშიძის მიერ ნაჩუქარი ვუალი მიფარავს და ჯერ არ ვიცი, რომ გაივლის ორი თვე და სამუდამოდ დავემშვიდობები პროფესიას, ასე რომ მიყვარს“ – მაია ასათიანის კადრი არქივიდან
ვიდეო: მაია ასათიანი: „უსამართლობის განცდა მქონდა… ვისაც ცხოვრება შევუცვალე, არავის მოვუკითხივარ…„პროფილმა“ უამრავ ადამიანს შეუცვალა ცხოვრება, აჩუქა ბინები, აპოვნინა ერთმანეთი…“
„16 წლის ვიყავი,როცა ჩემზე პირველი რეპორტაჟი გააკეთეს, როგორც ნიჭიერ ბავშვზე, რომელსაც ამ ასაკში გადაცემა პირდაპირ ეთერში მიჰყავდა… დღეს ის საოცარი განცდა, განმიმეორდა, ისევ დავფრინავ“ – მაია ასათიანი