LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „უახლოესი 10 წელი ძალიან რთულია კაცობრიობისთვის… გავივლით ბევრ სირთულეს… ჩვენს ირგვლივ იგიზგიზებს ცეცხლი, იქნება უამრავი ომი… ბევრი რამ შეიცვლება“- მიხეილ ცაგარელის პროგნოზი მომავალზე

204
მიხეილ ცაგარელი

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი გადაცემაში „სთორი“ მომავლის პროგნოზზე საუბრობს.

ცაგარელი ამბობს, რომ ჩვენი ქვეყანა ბევრ სირთულეს გაივლის უახლოესი 10 წლის მანძილზე.

ცაგარელი იმასაც ამბობს, რომ „საქართველო საბოლოო ჯამში გადარჩება”.

„ურთულესი პერიოდი გვაქვს მომავალში, მაგრამ გავივლით. ჯერ კიდევ ომის პერიოდში 2008-ში, მახსოვს მე მაშინ განვაცხადე, რომ საქართველო საბოლოო ჯამში გადარჩება.

გავივლით ბევრ სირთულეს… ჩვენს ირგვლივ იგიზგიზებს ცეცხლი, იქნება უამრავი ომი. უახლოესი 10 წელი ძალიან რთულია კაცობრიობისთვის. ბევრი რამ შეიცვლება, მაგრამ საქართველო სირთულეების მიუხედავად გადარჩება. 

ამერიკელებს ძალიან საინტერესო კვლევა აქვთ ჩატარებული, რომლის მიხედვით შუმერები, ფინიკიელები და ქართველები – სამი ერია მხოლოდ რომელიც არასოდეს არ ომობდა სხვის დასახოცად, სხვისი ტერიტორიების დასაპყრობად.

ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული მისია და სტატუსი.

წილხვედრი ქვეყანა ვართო რომ ამბობენ, ეს ტყუილად კი არ არის ნათქვამი. აქ სხვა ენერგეტიკა დევს…  როცა ჩამოდიან ინდოელები და გვეუბნებიან, რომ თქვენ არ იცით რა ენერგო ველი გაქვთ, ჩვენ მართლა არ ვიცით და ისინი გრძნობენ ამას.

ჩვენ ბევრი რამ არ ვიცით ქართული ისტორიულ-ეთნოგრაფიული პრინციპიდან იმიტომ რომ ეს ყველაფერი მოგვისპეს, იმიტომ რომ ამას ცუდი სახელები მისცეს. სინამდვილეში რატომ იყო ოვალური და არა მართკუთხედი ქართული საქეიფო სუფრა- რა ჩადეს წინაპრებმა ამაში? რატომ იყო როდესაც დელეგაცია წავიდა უნივერსიტეტიდან ინდოეთში იოგას შესასწავლად და იქაურმა გურუმ რომ გაიგო, ჩამოვიდნენ ქართველები იოგას შესასწავლად, ძალიან გაუკვირდათ და გვითხრა ასეთი რამ – იოგა თქვენგან მოვიდა ინდოეთში და აქ ჩამოხვედით სასწავლებლადო?

ყველამ პირი დააღო, წარმოდგენა არ ჰქონდათ, რომ არსებობს კავკასიური უძველესი იოგა. ბევრი რამ არ ვიცით ჩვენ, მარტო ტრადიციების შესრულება კი არ არის, მათი სიღრმისეული ცოდნაა საჭირო და მაშინ ის ტრადიციაც გაცილებით საამური გახდება თქვენთვის“- თქვა მიხეილ ცაგარელმა.

მიხეილ ცაგარელის პროგნოზი მომავალზე

"გავივლით ბევრ სირთულეებს, ჩვენს ირგვლივ იგიზგიზებს ცეცხლი. უახლოესი 10 წელი ძალიან რთულია კაცობრიობისთვის" – მიხეილ ცაგარელის პროგნოზი მომავალზე

Posted by სთორი/Story on კვირა, 19 მაისი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g