ეკატერინე ხაბურზანია, რომელიც სამეგრელოში (ზუგდიდში) ცხოვრობს, მეგრული ეზოების მოვლის კულტურაზე წერს და აღნიშნავს, რომ დასავლეთ საქართველოში ის შორეული წარსულიდან დაიწყო.
ეკატერინეს ეზოში უამრავი სახეობის მცენარეს, მათ შორის უნიკალურ ჯიშებს შეხვდებით. ის ულამაზეს ყვავილებს, ნაძვებს უკვე 16 წელზე მეტია უვლის.
„დასავლეთ საქართველოში ბიზანტიის პეგემონობის დროს, მათ რასაჯვირ ელია სჭირდებოდათ, ადგილობრივი პირი, რომელიც დაეხმარებოდა მრავალი საკითხის მოგვარებაში და ამაში კონტრიბუციას გადაუხდიდნენ, ან მიენიჭებოდა მთელი რიგი ინდულგენციები. ამისთვის გამოცხადდა გამოწვევა – ვისაც უფრო მოვლილი ეზო ექნებოდა, ის გახდებოდა უფლებამოსილი პირი.
იმ დღიდან სამეგრელოში ყველა ეზო მოწესრიგებული და გაწკრიალებულია. შეიძლება დიასახლისს მოუცლელობის გამო შიგნითა საქმეები ჯერ არ ჰქონდეს მზად, მაგრამ ეზო ყოველთვის ბზინავს, ერთი ფოთოლიც არ ყრიაო ძირს, ასე ფასობს მეგრელის ქალი.
უკვე გენეტიკურია ეზოს მოვლის კულტურა სამეგრელოში“, – წერს ეკატერინე ხაბურზანია.