LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „უსაქციელო, სახედაკარგული ადამიანი ვიყავი, რომელიც ვეპოტინებოდი ყველაფერს..“ – ნანუკა ჟორჟოლიანი დედის ავადმყოფობასა და გარდაცვალებაზე

280
ნანუკა ჟორჟოლიანი

ნანუკა ჟორჟოლიანი გადაცემაში „პირველი სტუდია“ იმყოფებოდა სტუმრად, სადაც ავადმყოფობასა და გარდაცვალებაზე ისაუბრა. როგორც ნანუკა აცხადებს, დედის გარდაცვალების შემდეგ გადარჩენის ეგოისტური ინსტინქტი ჰქონდა და ამ მდგომარეობიდან გამოსვლაში ფსიქოლოგებთან სიარული და მედიტაცია დაეხმარა.

„რაღაცნაირად, დედაჩემის გარდაცვალებას ვაიდენტიფიცირებ სიკვდილთან, ვამბობ რომ მოკვდა. ეს სიტყვა უფრო ასახავს იმ მდგომარეობას, რომელიც მე მაშინ მქონდა. ძალიან გავბრაზდი.. ჩვენ დაგვემართა ის, რომ ფულის დახარჯვა ვერ მოვასწარით. ერთ დღეს გავიღვიძეთ და აღმოვაჩინეთ, რომ ვერ ვშველით.. ამის ფონზე, რომ ვერაფრით ვშველოდი დედაჩემს გავბრაზდი ამ ამბავზე. ეს სიბრაზე არ ვიცოდი საით იყო მიმართული.

მერე დავიწყე ძებნა იმ ყველაფრის, რაზეც მასზე ვიყავი ნაწყენი.. თავიდან საფლავზეც არ დავდიოდი..

ბოლოს ამ ყველაფერმა სადღაც გადამჩეხა.. რას ვუმტკიცებდი მე ჩემს თავს, რომ დაჯის არ ვუყვარდი? ან დაჯი სათანადო სიყვარულს არ მაძლევდა?.. ეს იყო გადარჩენის ეგოისტური ინსტინქტი.

მერე დავიწყე ამის გადამუშავება, ფსიქოლოგებთან სიარული.

ამერიკაში საექსპერიმენტო წამალი შევუკვეთეთ, მარიამს ღეროვანი უჯრედი ამოვუღეთ, რომ რაღაცნაირად დედაჩემისთვის გადაგვენერგა.. ექიმი, რომელიც შემოვიდა და გვითხრა, რას აკეთებთ, ამას აზრი არ აქვსო, გავლანძღე.. უსაქციელო, სახედაკარგული ადამიანი ვიყავი, რომელიც ვეპოტინებოდი ყველაფერს..“, – ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები