ლონდონში ასობით ადამიანი დადგა რიგში, რათა ვაქცინის ბუსტერ დოზა მიეღო. საქმე ისაა, რომ ხელისუფლება დარწმუნებულია ბუსტერი კორონავირუსის ახალ შტამთან საბრძოლველად საუკეთესო გზაა.
ექიმებს, რომლებიც ვაქცინას აკეთებ, მოუწოდებენ რომ 12 საათი, შესვენების გარეშე იმუშაონ. ქვეყანაში „ომიკრონით“ ინფიცირების რამდენიმე შემთხვევა უკვე დაფიქსირდა და შეზღუდვებიც გამკაცრდა. ბორის ჯონსონი დარწმუნებულია, რომ ახალი ტალღის დაძლევა მხოლოდ ვაქცინაციითაა შესაძლებელი.