ტყუპებზე მშობიარობის შედეგად გარდაცვლილი შორენა ონიანის მეუღლე, გიგა ცხელიშვილი, სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს შვილების ფოტოებსა და ვიდეოებს.
ამჯერად გიგა აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ჩანს, როგორ ცდილობენ ტყუპები სიტყვა „დედა“ თქვან.
„დედა“ – ვცდილობთ, ყველაზე თბილი და სანატრელი სიტყვა ვთქვათ“, – წერს გიგა ცხელიშვილი ვიდეოს აღწერაში.
„არსებობენ გმირი დედები და არსებობენ გმირი მამები, ეს ადამიანი ამის მაგალითია“,
„რა მოხდებოდა, ამ ორ ანგელოზს დედა ჰყოლოდა“,
„რამხელა ტკივილია მამის ხმაში“, – წერენ ვიდეოს კომენტარებში.
ცნობისთვის, შორენა ონიანი, ტყუპებზე მშობიარობის შემდეგ, 2024 წლის 15 ნოემბერს გარდაიცვალა.