75 წლის გოლდი ჰოუნი და 69 წლის კურტ რასელი საბერძნეთის კუნძულზე იმყოფებიან. სულ ცოტა ხნის წინ გოლდიმ „ინსტაგრამზე“ სახალისო ვიდეო გაავრცელა, ის Abba-ს სიმღერის, Mama Mia-ს ფონზე ენერგიულად ცეკვავს.
„ვერ ვჩერდები, ცეკვას ვერ ვწყვეტ, ეს რა საოცარი კუნძულია“, – ასე დაასათაურა ჰოუნმა ვიდეო, რომელშიც შავი, მთლიანი საცურაო კოსტიუმი აცვია და წყალში ნებივრობს.
75 წლის გოლდი ჰოუნისა და 69 წლის კურტ რასელის ვნებიანი კოცნა „ოქროს გლობუსის“ საშინაო წვეულებაზე