LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ვერასდროს გამოვასწორებ ალბათ ნუკას წინაშე დაშვებულ შეცდომას…“ – რას ჰყვება თემურ გვალია ქალიშვილზე „იმედის“ ეთერში

956
2025-04-16_01-46-22_876793

მსახიობი თემურ გვალია გადაცემა „სიცრუის დეტექტორის“ სტუმარი იყო, რომლის ეთერშიც შვილებისა და ოჯახის შესახებ ისაუბრა.

წამყვანის კითხვას: როგორც მამამ, ნუკა კვალიაშვილის მიმართ დაშვებული შეცდომა გამოასწორეთ? – მან უპასუხა, რომ ამას ვერასდროს გამოასწორებს.

მისივე თქმით, ნანობს რომ შვილს ყურადღება მოაკლო.

„მაგას ვერასდროს გამოვასწორებ ალბათ. მე საერთოდ ოჯახის თემებზე ვერიდები საუბარი. ნუკა არის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი შვილი. ნუკა მე არ მიცნობდა. წასული ვიყავი მერე ციხეში. ყურადღება მოვაკელი შვილებს მეგობრებსაც. თუ მეტყვიან ნანობო? – მაგას ვნანობ რომ ყურადღება მოვაკელი ყველას.

პასუხისმგებლობა უნდა გქონდეს. გვარის შეცვლასთან დაკავშირებით სხვა ისტორიაა და მე მაგაზე არ ვისაუბრებ. ძალიან ნიჭიერი ადამიანია და მინდა წარმატებები ვუსურვო. სიმართლე გითხრათ გული მწყდება, რომ ისე გავიდა პერიოდი ვერ დაფასდნენ როგორც საჭიროა. ნუკამ უფრო მეტს უნდა მიაღწიოს. გამოძერწილი მომღერალია. მაგარი პროდიუსინგი უნდა“, – აღნიშნავს თემურ გვალია.

ვიდეო: „აღარასოდეს არ დამიწეროთ რომ საქართველოში რომ არ დაბადებულიყავი უფრო წარმატებული იქნებოდიო, საწყენიცაა და უფრო მეტი მოტივაცია მაქვს, რომ ზუსტად საიდანაც ვარ ეგ ადგილი ვასახელო!“ – ნუკა კვალიაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g