LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ვიეჭვიანე, როდესაც ლევანის ტელეფონში რამდენიმე SMS ვნახე..“ – ნინი კენჭიაშვილი და ლევან წვერავა ეჭვიანობასთან დაკავშირებით საუბრობენ

159
61da28ec-64e8-4cbe-9005-894e723fc25b

მომღერლები ლევან წვერავა და ნინი კენჭიაშვილი გადაცემა „დღის პოსტს“ სტუმრობდნენ, სადაც ისაუბრეს, რამდენად ეჭვიანები არიან ცხოვრებაში.

როგორც გადაცემაში ლევან წვერავამ განაცხადა, სანამ ვინმესთან ურთიერთობას დაიწყებდა ფიქრობდა, რომ ეჭვიანი იქნებოდა, თუმცა პირიქით მოხდა.

„როდესაც დავოჯახდი სულ სხვანაირად დალაგდა ყველაფერი და ჩემი თავის გამიკვირდა. როდესაც გადავწყვიტე, რომ უნდა დავოჯახებულიყავი, თავიდანვე ვუთხარი ნინის, რომ შენ შეგიძლია არაფერზე ინერვიულო – მეთქი. იმდენი მქონდა ნანახი ჩემი პროფესიიდან გამომდინარე.. ნინის ვუთხარი, ეს არის ჩემი სტაბილური, კარგი და გემრიელი სიყვარული, შეგიძლია, რომ ბოლომდე მენდო მეთქი“, – ამბობს ლევან წვერავა.

ნინი კენჭიაშვილი იხსენებს, რაზე იეჭვიანა ლევანზე შეყვარებულობის პერიოდში.

„ვიეჭვიანე, როდესაც ლევანის ტელეფონში რამდენიმე ესემესი ვნახე.. სხვა მნიშვნელოვანი არაფერი მახსენდება“, – ამბობს ნინი კენჭიაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g