LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ვიმყოფები მეტრო ახმეტელის მიმდებარე ტერიტორიაზე…აქ სანიაღვრე სისტემამ ნალექის გატარება ვერ მოახერხა, რადგან შიგნით ძალიან ბევრი ნაგავი იყო ჩატენილი” – კონსტანტინე ზარნაძე მიმართვას ავრცელებს

4378
BeFunky-collage - 2023-08-29T234921.810

„ქართული ოცნების” დეპუტატი, თბილისის საკრებულოს წევრი და გლდანის რაიონის მაჟორიტარი კონსტანტინე ზარნაძე სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს და მეტრო ახმეტელის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მდგომარეობს გვაცნობს.

როგორც კადრებში ვხედავთ, მერიის თანამშრომლებმა მიწისქვეშა გადასასვლელის წყლისგან სრულად გაწმენდა მოახერხეს.

„ვიმყოფები მეტრო ახმეტელის მიმდებარე ტერიტორიაზე. აქ მობილიზებულნი არიან მერიის თანამშრომლები და ვითარება ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. მეტროსთან მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელი მთლიანად გაწმენდილია წყლისგან.

ამ ადგილზე სანიაღვრე სისტემამ ნალექის გატარება ვერ მოახერხა, რადგან შიგნით ძალიან ბევრი ნაგავი იყო ჩატენილი. ამოიღეს კარდონები, სიგარეტის ნამწვები, პარკები და ამის გამო სანიაღვრე სისტემის მუშაობა შეუძლებელი გახდა. ვერ გაატარა ამ რაოდენობის ნალექი.

ჩვენ მთელი ღამის განმავლობაში ვიმუშავებთ, მოგვწერეთ პრობლემების შესახებ და აუცილებლად დაგეხმარებით”, – საუბრობს კონსტანტინე ზარნაძე.

ძლიერმა წვიმამ თბილისის სხვადასხვა უბნებში პრობლემები შექმნა

„დატბორილია ქუჩები, წაქცეულია ხეები, დაზიანებულია ელექტროსადენები” – მერია მოსახლეობას მოუწოდებს გადაადგილებისგან თავი შეიკავონ

„მერიის ყველა სამსახური გამოსულია და შესაბამის სამუშაოებს ახორციელებს…ჩემი თხოვნა იქნება ნუ გავავრცელებთ ცრუ, გადაუმოწმებელ ინფორმაციას” – კახა კალაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები