LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მერიის ყველა სამსახური გამოსულია და შესაბამის სამუშაოებს ახორციელებს…ჩემი თხოვნა იქნება ნუ გავავრცელებთ ცრუ, გადაუმოწმებელ ინფორმაციას” – კახა კალაძე

867
BeFunky-collage - 2023-08-29T222433.795

თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და თბილისში უხვი ნალექის შედეგად შექმნილი პრობლემების შესახებ საუბრობს.

მისი თქმით, მერიის ყველა სამსახური სრულადაა მობილიზებული და შესაბამის სამუშაოებს ახორციელებს.

„უხვმა ნალექმა თბილისის სხვადასხვა ადგილებში და მათ შორის ყველაზე მეტად გლდანში პრობლემები შექმნა. მერიის ყველა სამსახური გამოსულია და შესაბამის სამუშაოებს ახორციელებს. მე ცოტა მოგვიანებით მექნება ბრიფინგი და უფრო დეტალურად მოგაწვდით ინფორმაციას.

ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ახალ გზაზე ვერეს ხეობაში თითქოს პრობლემები იყო და მოძრაობა იზღუდებოდა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება და ჩემი თხოვნა იქნება ნუ გავავრცელებთ ცრუ, გადაუმოწმებელ ინფორმაციას. ყველა მოქალაქეს შეუძლია დარეკოს ცხელ ხაზზე და მათ მერიის თანამშრომლები დაეხმარებიან”, – საუბრობს კახა კალაძე.

ძლიერმა წვიმამ თბილისის სხვადასხვა უბნებში პრობლემები შექმნა

„დატბორილია ქუჩები, წაქცეულია ხეები, დაზიანებულია ელექტროსადენები” – მერია მოსახლეობას მოუწოდებს გადაადგილებისგან თავი შეიკავონ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები