პროექტ „კუნძულის“ პირველი სეზონი დასრულდა. პროექტის გამარჯვებული ნათია ბაკურაძე გახდა, რომელსაც საჩუქრად ბინა გადაეცა.
ასევე ცნობილი გახდა, თუ ვინ იყო პროექტში მეკობრე.
აღმოჩნდა, რომ ამ დავალებას თავი არაჩვეულებრივად გაართვა მსახიობმა ნანუკა სტამბოლიშვილმა, რომელშიც ეჭვი მონაწილეებს არ შეუტანიათ. ნანუკა გაგდების კანდიდატად ყველაზე ნაკლებად იყო დასახელებული.