LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ვინც ამ ბრძოლაში არ წავა, მხდალი და მშიშარაა, თქვენ რუსულ იარაღს არცხვენთ“ – ბიბილოვი ამბოხებულ მობილიზებულებს ეჩხუბება

239
ანატოლი ბიბილოვი

„ტელეგრამ“ არხი – „მობილიზაცია“ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ყოფილი პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვისა და მობილიზებული სამხედროების დაპირისპირების ამსახველ ვიდეომასალას აქვეყნებს, სადაც ბიბილოვი მათ ფრონტზე წასვლისა და ბრძანებების შესრულებაზე უარი თქმის გამო მშიშარებს უწოდებს.

ბიბილოვი ტვერელ [ქალაქი რუსეთში] სამხედროებს საყვედურობს იმის გამო, რომ ისინი „რუსულ იარაღს არცხვენენ“, როცა ფრონტის ხაზზე წასვლაზე უარს ამბობენ.

როგორც ვიდეოდან ირკვევა, მობილიზებულებს დოკუმენტაცია როსტოვში ჩამოართვეს და ლუჰანსკის მახლობლად მდებარე სასწავლო მოედანზე [პოლიგონზე] გადაიყვანეს, სადაც დიდი ალბათობით, აღნიშნული ვიდეოა გადაღებული.

ჩანაწერში გარკვევით ისმის, რომ მობილიზებულები მე-3 არმიის კორპუსის მეთაურობით გადასვლაზე უარი აცხადებენ, რის გამოც თავად „ექსპრეზიდენტი ჯარისკაცების მოტივაციისთვის ადგილზე მივიდა.“

გავრცელებულ ვიდეოში ბი­ბი­ლო­ვი მობილიზებულებს უმ­ტკი­ცებს, რომ ისი­ნი სამ­ხედ­რო პო­ლი­გონ­ზე მიჰ­ყავთ და თუკი ვინმე, ამაზე უარს ამბობს, მშიშარა და მხდალია.

საპასუხოდ ის­მის ერთ-ერთი მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლის სი­ტყვე­ბი, რომ მას ახ­ლა­ხან ბახ­მუტ­თან ძმა და­ე­ღუ­პა,  მშობ­ლე­ბი კი მის სიკვდილს კი ვეღარ გადაიტანენ. ასევე ისმის სხვების პროტესტი, რომლებიც ამბობენ, რომ ბრძოლის ხაზზე იარაღის გარეშე ვერ გავლენ:

„თქვენ არ­ცხვენთ რუ­სეთს და რუსულ იარაღს… მე სამ­ხრეთ ოსე­თი­დან ვარ, ჩემი ბოლო თა­ნამ­დე­ბო­ბა სამ­ხრეთ ოსე­თის პრე­ზი­დენ­ტო­ბა იყო, ახლა კი აქ, თქვენ­თან ერ­თად ვარ… ბიჭებო, ხვდე­ბით, გეს­მით, რა ნა­ბიჯს დგამთ… უნდა იფიქროთ, როგორ შეხედოთ იმათ თვალებში, ვინც ახლა იბრძვის.

ყველაფერი ინდივიდუალურად კეთდება… დრო გაქვთ იფიქროთ, იბძოლოთ სამშობლოსთვის, იყოთ პატრიოტები თუ დეზერტირები.. ყველა ვინც ამ ბრძოლაში არ წავა, მხდალი და მშიშარაა…“ – მიმართავს ყვირილით ბიბილოვი ამბოხებულებს. რაზედაც ისინი პასუხობენ, რომ მათ უკვე მოიფიქრეს და არსად წასვლას არ აპირებენ.

magti 5g