ქართველმა მომღერალმა ალექსანდრე ზაზარაშვილმა რუსულ პროექტში მონაწილეობასა და ნახევარ მილიონ დოლარზე პატრიოტიზმის გამო თქვა უარი.
ალექსანდრეს თქმით, სიტყვა რუსეთის გაგონებისას მისთვის ყველაფერი მთავრდება და მთავარი თავისი ქვეყნის სიყვარულია.
,,პირველად როდესაც დაგვირეკეს ეს იყო უკრაინული ,,ვოისის” შემდეგ, როდესაც გავიმარჯვე და ხალხმა გამიცნო. ამერიკაში წასასვლელად ვემზადებოდი. ერთხელაც მანქანით სახლში ვბრუნდებოდით და დედაჩემი მეუბნება, რომ რუს პროდიუსერს სურდა იქაურ პროექტში მიმეღო მონაწილეობა. ისეთი თანხა მითხრეს, რომ ვერ წარმომედგინა. საუბარია 500 000 დოლარზე. ასევე მათი იქნებოდა მანქანა, ბინა. ეს ხდებოდა 2019 წელს და პერიოდულად მეორდებოდა.
ვინმე რუსეთს თუ მიხსენებს, იქ მთავრდება ჩემთვის ყველაფერი. ყოველ წელს ვუყურებ ფილმს 2008 წლის ომის შესახებ. იმდენად უპატივცემულობას იწვევს ჩემში რუსული ყველაფერი, რომ ვღიზიანდები. ეს ჩემი ქვეყნის სიყვარულია. ეს არ იყო მხოლოდ რუსეთში წასვლა, უნდა მეთქვა, რომ უკრაინა-რუსეთი-საქართველო ერთია და ძალიან ბევრი რამე გვაკავშირებს”, – ამბობს ალექსანდრე ზაზარაშვილი.