LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ვიქტორ ჯაფარიძემ თქვენი ფორთოხალი ვისროლე და ბოდიშის მოსახდელად მოვედიო, რა ფორთოხალი, თქვენ ჩემს ოთხ შვილს მომავალი წაართვით-მეთქი“ – რა კადრები ვრცელდება სოციალურ ქსელში

474
ვიქტორ ჯაფარიძე

28 მაისს, პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ, სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს მოქალაქე და უმრავლესობის დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე.

საკანონმდებლო ორგანოდან გამოსვლის შემდეგ, ვიქტორ ჯაფარიძეს მანქანას მოქალაქე დახვდა შეძახილებით: „გაიქეცი ვირთხა“, „გარბიხართ ბიძინასთან მონებო“, რის შემდეგაც ვიქტორ ჯაფარიძე მანქანიდან გადმოვიდა, მოქალაქეს გაეკიდა და იქვე მდებარე მარკეტის დახლიდან ფორთოხალი ესროლა.

მომხდარის შემდეგ, დღეს, ვიქტორ ჯაფარიძე მარკეტში ფორთოხლის საფასურის გადასახდელად მივიდა, ამის შესახებ ვიდეოს სოციალურ ქსელში მოქალაქე მირანდა ჯობავა აქვეყნებს და წერს:

„ბოდიშის მოსახდელად მოვიდა ხალხო, თქვენი ფორთოხალი ვისროლე და უნდა გადავიხადოო.

რა ფორთოხალი, თქვენ ჩემს ოთხ შვილს მომავალი წაართვით-მეთქი…

რა წავრთვიო???

– მართლა არ მოელოდა ამ პასუხს, რამდენიმე წუთი ვილაპარაკეთ, მერე ვიტამაც მომისწრო და რაღაც მომენტში ვიდეოს გადაღებაც მომაფიქრდა“, – წერს მირანდა ჯობავა.

პოპულარულები