LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ვუთხარი, მე მგონი ომი დაიწყო, ცხინვალში შედიხართ, ფრთხილად იყავით-მეთქი, ბოლოს მითხრა, ნუ გეშინია არაფერი მომივაო… სქესი ძალიან აინტერესებდა, სამწუხაროდ, ვერ მოასწრო გაგება“ – საქართველოს ეროვნულ გმირის, გიორგი ანწუხელიძის მეუღლე

475
გიორგი ანწუხელიძე

„გიორგის ვუთხარი, მე მგონი ომი დაიწყო, ცხინვალში შედიხართ, ფრთხილად იყავით-მეთქი, ბოლოს მითხრა, ნუ გეშინია არაფერი მომივაო…“, – იხსენებს საქართველოს ეროვნული გმირის, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომში წამებით მოკლული გიორგი ანწუხელიძის მეუღლე, მაკა ჩიკვილაძე გადაცემაში „თათიას გმირები“, რომელიც Youtube არხზე ვრცელდება.

საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე, მე-4 ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის აგვისტოში საოკუპაციო ძალებმა ცხინვალში წამებით მოკლეს. მისი წამების ამსახველი ვიდეოკადრები კი ინტერნეტში 2009 წელს გავრცელდა.

მაკა ჩიკვილაძე ამბობს, რომ აღნიშნული კადრები სრულად დღემდე არ უნახავს, არც მას და არც საქართველოს ეროვნული გმირის შვილებს.

„სქესი ძალიან აინტერესებდა, სამწუხაროდ, ვერ მოასწრო გაგება

გიორგის მამა დაღამებამდე იჯდა ეზოში, დიდი ქვა ეგდო, იმ ქვაზე იჯდა და ელოდებოდა გიორგის, მერე უკვე გულმა ვეღარ გაუძლო და გარდაიცვალა. გიორგის დედაც, თბილისში მოდიოდა, ტრანსპორტში გული გაუხდა ცუდად და გარდაიცვალა

მე უბრალოდ დასაწყისი ვნახე [კადრის] რომ ამომეცნო გიორგი იყო თუ არა, მაგრამ ვერ შევძელი მეც ბოლომდე მენახა, უბრალოდ ამოვიცანი და დავუდასტურე რომ ნამდვილად იყო გიორგი

[მისი წამების ამსახველი ვიდეოკადრები] არც ბავშვებს უნახავს, ლევანის ჯერ არ აქვს სურვილი რომ ნახოს, ანას… არ ვიცი…“

საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის შვილი ამერიკაში სასწავლებლად გაემგზავრა – „ისეთი ბიჭი გამოფრინდა თქვენთან, გული და სული რომ მოაქვს საქართველოსი… ეს ლევან ანწუხელიძეა… 16 წლის წინ, ზუსტად ამ დღეს, გმირულად დაიღუპა მამამისი და მთელი ქვეყნის საფიცრად იქცა”

magti 5g