LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: წალენჯიხელი მარიამ ზარქუას შესრულებული „ჯეირანი“ სოცქსელებში აღფრთოვანებას იწვევს: „თეა დარჩიამ შეამჩნია და თავის გვერდზე ატვირთა…“

352
თეა დარჩია და მარიამ ზარქუა

გადაცემას „პირველამდე“ ესტუმრნენ ქორეოგრაფი ანუკა ჩიქოვანი და მოცეკვავე მარიამ ზარქუა.

წალენჯიხის პირველი სკოლის მეცხრეკლასელი მარიამ ზარქუა ამბობს, რომ პატარაობიდანვე ოცნებობდა „ჯეირანის“ შესრულებაზე, ქორეოგრაფმა კი ამის საშუალება მისცა.

ანუკა ჩიქოვანი აღნიშნავს, რომ ეს ცეკვა დადგა ერთ-ერთი საცეკვაო კონკურსისთვის, სადაც პირველი ადგილი აიღო: „ეს ცეკვა „ჯეირანის“ ახალ სიცოცხლედ მიმაჩნია. მინდოდა, უფრო მეტ მაყურებელს ენახა. ქალბატონმა თეა დარჩიამ შეამჩნია ეს ცეკვა და თავის გვერდზე ატვირთა ეს ვიდეო, სადაც მარიამი ასრულებს „ჯეირანს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები