პრემიერ-მინისტრი საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს კახეთში შეხვდა. გიორგი გახარიამ აღნიშნულ შეხვედრას არაფორმალური და იდეების გაცვლის დღე უწოდა. მისი თქმით, ცალკეული ქვეყნები პანდემიასთან ბრძოლაში უძლურები აღმოჩნდებოდნენ, რომ არა ერთიანობა და ის მხარდაჭერა, რაც პანდემიის პირობებში პარტნიორმა ქვეყნებმა გამოიჩინეს.
“მინდა ეს შეხვედრა იყოს არაფორმალური იდეების გაცვლის დღე. წარმოიდგინეთ, რომ ხართ ტურისტები კახეთის რეგიონში. პანდემიასთან ბრძოლაში ცალკეული ქვეყნები ვერაფერს შეძლებდნენ, რომ არა ის ერთიანობა, რაც პარტნიორი და მეგობარი ქვეყნების მხრიდანაა აღმოჩენილი. ჩვენ თქვენი დახმარება კიდევ დაგვჭირდება, იმისათვის, რომ საქართველომ შეძლოს უმაღლესი ხარისხის ტესტირების გაკეთება; რომ შევქმნათ მაღალი ხარისხის ტესტირების სისტემა; რომ გვქონდეს შესაძლებლობა სწრაფად გამოვავლინოთ ვირუსი, მერე სწრაფად ვუმკურნალოთ და სწრაფადვე დავაბრუნოთ ეკონომიურ საქმიანობაში”, – განაცხადა გიორგი გახარია.
გიორგი გახარიამ აშშ-ს ელჩს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ლუგარის ლაბორატორიისთვის და პანდემიის პირობებში ცენტრის მნიშვნელობაზე ისაუბრა. პრემიერის განმარტებით, ლუგარის ლაბორატორია დღეში 100-150 პისიარ ტესტს აკეთებდა, დღეს კი 4 500-მდე გაზრდილი. გახარიას განცხადებით, საქართველოში წლის ბოლომდე შესაძლებელი უნდა გახდეს დღეში 10 000 პისიარ ტესტირება.
“თქვენი დახმარება გვჭირდება იმისათვის, რომ საქართველომ შექმნას მაღალი ხარიასხიანი ტესტირების სისტემა. რომ გვქონდეს შესაძლებლობა სწრაფად გამოვავლინოთ ინფიცირებული, შემდეგ სწრაფად ვუმკურნალოთ და სწრაფად დავაბრუნოთ ის ეკონომიურ საქმიანობაში. ვიცი, რომ საქართველო არ არის მდიდარი ქვეყანა, მოსახლეობას ეკონომიურად უჭირს, ამიტომ ჩვენი პასუხისმგებლობაა სწრაფი რეაგირება”, – აცხადებს პრემიერი.
მან ასევე ისაუბრა საქართველოს მთავრობის მიერ პანდემიის პირობებში გატარებულ შეზღუდვებსა და რეკომენდაციებზე და განმარტა, რომ სრული ანგარიში ინგლისურ ენაზე ხვალ გამოქვეყნდება, შესაბამისად, ხვალიდან უცხოურ ენაზე თარგნმილი ქართული გამოცდილება გაზიარებული იქნება სხვა ქვეყნებისთვისაც.
https://www.facebook.com/GeorgianGovernment/videos/553848078615076/