LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: The Weeknd-მა და Kenny G-მ ერთობლივი ნამუშევარი გაავრცელეს

67
page

მიმდინარე წლის გაზაფხულზე, აბელ ტესფაიემ, სასცენო ფსევდონიმით The Weeknd, ორწლიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ, ახალი ალბომი, After Hours გაავრცელა, ეს ვარსკვლავის რიგით მეოთხე ალბომია, მასში 14 კომპოზიციაა წარმოდგენილი. ალბომის გამოსვლიდან 7 წუთში, ნამუშევარი  Apple Music-ის პლატფორმის პირველ პოზიციაზე განთავსდა. თაყვანისმცემლებმა ნამუშევარი 975,000-ჯერ მოისმინეს, რაც მსოფლიო რეკორდია.

სულ ცოტა ხნის წინ, არტისტმა მსმენელს საკუთარი კომპოზიციის, In Your Eyes ალტერნატიულ ვერსია შესთავაზა, რემიქსში ცნობილი მუსიკოსი, საქსოფონისტი, Kenny G მონაწილეობს. აღსანიშნავია, რომ ტრეკის ორიგინალი ვერსია უკანასკნელი ალბომის, After Hours ერთ-ერთი სინგლია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები