სოციალურ ქსელში რესტორნის Facebook გვერდი „ასტორია/astoria“, ქუთაისში გამართული საქორწინო ცერემონიიდან კადრებს გვიზიარებს, რომელმაც განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.
მაკოს და ნოდოს ქორწილის ვიდეოს თითქმის 200 ათასი ნახვა და ათასობით მოწონება აქვს.
„მაკოს დავპირდი, ზღაპრულ სამყაროს შეგიქმნითქო და აიი ისიც“, – წერს ნათია გურეშიძე, რომელმაც ქორწილის დიზაინზე იზრუნა.
„წლის საოცარი ქორწილი👏❤️“, „ზღაპრული ქორწილია 💫“, „საზღაპრეთი✨✨✨💚“, – წერენ სოციალურ ქსელში.