„თეატრალურის კვარტეტი“ ესტუმრა გადაცემას „გვიანი დილა“ და შეასრულა ერთ-ერთი ყველაზე ემოციური სიმღერა საკუთარი რეპერტუარიდან, რომელიც ჯემალ სეფიაშვილს ეკუთვნის.
სიმღერა „დედა“ მსმენელს ძალიან უყვარს და ეს გამოხმაურებებშიც გამოხატეს: „ყოველთვის მეტირება ამ სიმღერაზე, რადგან ძნელია დედის მონატრება…“ „ყველას ბედნიერი დედები გიმყოფოთ უფალმა, გაიხარეთ…“