„რუსთავი 2“-ის გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველო“ მაყურებელს ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუკუშერში მცხოვრებ მამა-შვილს აცნობს – 6 წლის ბუბა ციბაძე სწავლობს სკოლაში, რომლის ერთადერთი მოსწავლეც თავად არის, მისი მასწავლებელი კი მამამისი, ზურა ციბაძეა.
50 კომლიან სოფელში, სადაც მოზარდის თანატოლები არ ცხოვრობენ, ბუბა დაწყებით კლასებს სწორედ ამ სკოლაში ისწავლის.
მამა-შვილი საკუთარ ყოველდღიურობასა და სასწავლო პროცესზე „დილა მშვიდობისა საქართველოსთან“ საუბრობს.
„დაცლილია სოფლები და სხვანაირი პასუხისმგებლობით ვეკიდებით, დარწმუნებულები ვართ, რომ აქ ჩვენი ყოფნა საჭიროა.
ხელოვნების და პედაგოგიკის ინსტიტუტი დავამთავრე, გასულ წლებში ბავშვებს ვასწავლიდი, დიდი ხნის წინ, ქუთაისში ლექციებს ვკითხულობდი. ქუთაისში გაზრდილი, ვერ წარმოვიდგენდი, ცხუკუშერში თუ დავსახლდებოდი და უკრაინელი მეუღლე შვილებს აქ გამიჩენდა“, – ამბობს ზურა ციბაძე.
„სკოლაში ვსწავლობ ქართულს, მათემატიკას, ხელოვნებას, ყველაფერს გაიგებს ადამიანი, თუ ისწავლის ძალიან ბევრს.
ჩვენი სახლი, ჩვენი ეზო ძალიან ლამაზია და ჩემი ოჯახი… მილიონერი უნდა გავხდე, ან ახალი აინშტაინი“, – აღნიშნავს ბუბა ციბაძე.
🏠 სოფელი, სადაც ერთადერთ მოსწავლეს სკოლაში მამა ასწავლის🏠 სოფელი, სადაც ერთადერთ მოსწავლეს სკოლაში მამა ასწავლის 👨👦 6 წლის ბუბა ციბაძე ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუკუშერში ცხოვრობს. დიდი ხნის წინ დაკეტილ სკოლა მისთვის გაიხსნა. ბუბას გაკვეთილებს მამა, ზურა ციბაძე უტარებს როგორ ცხოვრობს ქართულ-უკრაინული ოჯახი 50 კომლიან სოფელში #ნინო_მჭედლური
Posted by დილა მშვიდობისა საქართველო on ხუთშაბათი, 20 მარტი, 2025