ირაკლი ნოზაძე და მისი მეუღლე პატარას მოლოდინში არიან.
ია დუდაშვილმა ირაკლის სიურპრიზი მოუწყო და ეს უმაგრესი ამბავი დაბადების დღეზე ახარა, ვიდეო კი სოციალურ ქსელში გაგვიზიარა.
,,ყველაზე ძვირფასი საჩუქარი…რომ ვკითხე რა უნდოდა ყველაზე მეტად, სწორედ იმას ასახელებდა, რაც უნდა ვაჩუქო…ამდენი სიკეთით სავსე ადამიანი არის სიმდიდრე! მადლობა, რომ ასე ძალიან გვაბედნიერებთ, გვიყვარხართ თითოეული თქვენგანი”, – ამბობს ია.
აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებულ სიყვარულს წყვილის ქალიშვილი, ნიაკო იმსახურებს. ნიაკოს პატარა ასაკიდანვე საკუთარი სოციალური ქსელები აქვს, რომელსაც მშობლები მართავენ და საზოგადოებას ხშირად უზიარებენ სახალისო ვიდეოებს.
ნოზაძეების ოჯახმა ულამაზესი ია დუდაშვილის დაბადების დღე აღნიშნა