LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ყველაზე სწრაფი “ტესლა“ 97 კმ/სთ–მდე 1,99 წამში აჩქარდა

103
teslamodelsss

რამდენიმე დღის წინ წარდგენილი Tesla Model S მსოფლიოში ყველაზე სწრაფ სერიულ ავტომობილად დაასახელეს და მას 100 კმ/სთ–მდე ასაჩქარებლად სულ რამდენიმე წამი სჭირდება. ფრიმონტში გამართულ პრეზენტაციაზე გადაიღეს ვიდეო, რომელიც ოთხკარიანი ელექტროქარის საპასპორტე მონაცემებს ადასტურებს, კადრებში ჩანს თუ როგორ ხურდება Tesla 60 კმ/სთ–მდე 1,99 წამში.

ვიდეოჩანაწერი everyday Astronaut–ის ტვიტერზე გავრცელდა. იქვე მითითებული იყო, რომ ავტომობილში რომელმაც „დღეს ფიზიკის კანონები დაარღვია“, ტესტის დროს მძღოლის გარდა კიდევ 3 ადამიანი იმყოფებოდა. ელექტროქარის მაქსიმალური სიჩქარე 322 კმ/სთ–ია.

Model S Plaid პირველმა მყიდველებმა გასულ კვირას მიიღეს. უსწრაფესი „ტესლა“ სამი ელექტროძრავითაა აღჭურვილი და ჯამში 1034 ცხენის ძალის გამომუშავება შეუძლია. ერთი დამუხტვით მოდელი 628 კილომეტრს გადის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g