LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ზაფხულის წვიმაში“ – მერაბ სეფაშვილის და ნინი ბადურაშვილის შესანიშნავი დუეტი და აღფრთოვანებული დარბაზი

1768
Untitled design

10 დეკემბერს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში შეკრებილ მსმენელს ყველასათვის საყვარელმა მომღერალმა მერაბ სეფაშვილმა შთამბეჭდავი მუსიკალური საღამო აჩუქა.

ფილარმონიაში მერაბ სეფაშვილის კონცერტი სრული ანშლაგით მიმდინარეობს – მომღერლის თითოეულ გამოსვლაზე მქუხარე ტაში არ წყდება

კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა. მერაბ სეფაშვილმა ყველასათვის კარგად ნაცნობი და ასევე ჯერ უცნობი კომპოზიციები ორკესტრის თანხლებით, ქართველ მომღერლებთან ერთად შეასრულა.

ენერგიული და შთამბეჭდავი იყო მერაბ სეფაშვილის და ნინი ბადურაშვილის დუეტი, მათ ჰიტი „ზაფხულის წვიმაში“ იმღერეს.

მერაბმა ნინი სცენაზე შემდეგი სიტყვებით მოიხმო:

„მინდა სცენაზე მოვიწვიო არაჩვეულებრივი მომღერალი, ყველაზე ლამაზი, ყველაზე ნიჭიერი – ნინი ბადურაშვილი“.

ვიდეოს სოციალურ ქსელში ეკა კახიანი ავრცელებს.

 

❤️❤️

Posted by Eka Kakhiani on კვირა, 10 დეკემბერი, 2023

 

ვიდეო: რეჩიტატივი ნიკოლოზ წულუკიძისგან, დასამახსოვრებელი დუეტები და ზღვა ემოციები მერაბ სეფაშვილის სოლოკონცერტიდან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g