LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ზაზა კოლელიშვილი სასმელზე დამოკიდებულების შესახებ: „ორი წელი და სამი თვეა, არანაირი სასმელი არ მიმიღია…“

311
ზაზა კოლელიშვილი

„ჩვენი ოჯახის“ ეთერს მსახიობი ზაზა კოლელიშვილი ცოლთან, ნათია გოგოჭურთან ერთად ესტუმრა და სხვა თემებთან ერთად, სასმელზე დამოკიდებულების შესახებ ისაუბრა:

„ორი წელი და სამი თვეა, არანაირი სასმელი არ მიმიღია. მანამდეც ფხიზლად ვიყავი, მაგრამ ველოდები ახალი წლის და შობის დადგომას, რომ დამელია. 65 წლის ასაკიდან დავიწყე სულ ფხიზელი ცხოვრება. ეს არის შეუდარებელი. დანანება მაქვს, ახალგაზრდობაში რომ მე ეს შემძლებოდა. არ ვამბობ არდალევას, არამედ ზომის ფარგლებში…  ჩემს თავს თავადაც ლექციები წავუკითხე. საშინელებაა… არავის ვუსურვებ. როცა მუშაობ და ხარ აქტიური, მერე ხდები უცებ არასასურველი კი არა… არა მოთხოვნადი. კახეთში ვიყავი და ჩემს თავთან შეჯახება მქონდა. პანდემიამ მაჩვენა, როგორ ვცხოვრობდი, გავაანალიზე და უფლის მადლობელი ვარ, რომ დამანახვა, რამდენად ტკბილია ცხოვრება. მომამზადა იმისთვის, რომ დამენახა… ძალიან თამამად ვამბობ, რომ ჩემი შესაძლებლობების მხოლოდ 15% გამოვიყენე…“

ზაზა კოლელიშვილის მეუღლემ აღნიშნა, რომ სასმელზე დამოკიდებულების გამო მსახიობს ბევრ პროექტზე უთხრეს უარი…

ნათია გოგოჭური: „ზაზას დეპრესია ჰქონდა, საპენსიო ასაკი დაუდგა, არაფრის გაკეთება აღარ უნდოდა…“

მიმალავდნენ სასმელს, ისე ცუდად ვიყავი, მეუღლემ 9-ჯერ გადამარჩინა სიკვდილს… ნიჭიერების 10% არ მაქვს გამოყენებული – ზაზა კოლელიშვილი

ზაზა კოლელიშვილის მიმართვა ახალგაზრდებს: „დარწმუნდნენ, რომ უყვართ, იჩხუბონ იმდენი, რომ ქორწინება მერე გადაწყვიტონ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g