სალომე კასრაძის პოდკასტში ზაზა ქოიავა საუბრობს იმის შესახებ, რა ძალა და მნიშვნელობა აქვს მამაკაცის ცხოვრებაში ძლიერ და მხარდამჭერ ქალს:
„იმისათვის, რომ გენერლის ცოლი იყო, უნდა გაჰყვე ლეიტენანტს და დაეხმარო, გახდეს გენერალი. მხარდამჭერ ქალს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჰენრი ფორდი ფერმერების ოჯახში დაიბადა და თავადაც ფიქრობდა, რომ ფერმერი უნდა ყოფილიყო. ძალიან დიდი ტკივილი და მარცხი ჰქონდა, სანამ თავის კომპანიას დააარსებდა. როცა პრობლემები მქონდა, მეუღლე მეუბნებოდა, რომ ჩემი სჯეროდაო. ძლიერი ქალის თუ არ გეშინია და დაბალი თვითშეფასება არ გაქვს, ეს ძალიან დიდი ძალაა…“
