რადიო „ფორტუნას“ გადაცემას „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ესტუმრა ზაზა ქოიავა, რომელმაც ისაუბრა, როგორ უნდა მივაქციოთ მეტი ყურადღება მათ, ვინც ჩვენ მიმართ სიყვარულს გამოხატავს.
ფსიქოლოგის განმარტებით, შფოთვითი მიჯაჭვულობის მთავარი ნიშნებია პარტნიორთან მუდმივად ყოფნის სურვილი, პირადი სივრცის შეზღუდვა, ხშირი ზარები და ვიდეოზარების მოთხოვნა, გადაჭარბებული ეჭვიანობა და შფოთვა, როდესაც პარტნიორი გვერდით არ იმყოფება.