LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ზუსტად ასეთი ადამიანური თანადგომაა ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში, გაცილებით მნიშვნელოვანი, ვიდრე რეიტინგი და რეკლამა…“ – ვინ დაუკავშირდა ნინო მუმლაძეს ნინო ნადირაძის სახელით და რა შესთავაზეს მსახიობს

1111
ნინო მუმლაძე

მსახიობი ნინო მუმლაძე მორიგ ვიდეოს ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც მან სხვა ვიდეო გაავრცელა ერთ-ერთი კლინიკის წარმომადგენელთან შეხვედრის შესახებ, სადაც წონის კორექციის პროცედურისთვის ბარტერთან დაკავშირებით მივიდა და უარი მიიღო, მას ნინო ნადირაძის სახელით „ვივამედიდან“ დაუკავშირდნენ:

„ძალიან ბევრი ადამიანი აღმოჩნდა მზად, რომ გვერდში დამდგომოდა. მომწერეს, ის ოპერაცია მაინც გაიკეთე, თანხა შევაგროვოთო. ბავშვებისთვის ვერ ხერხდება სიცოცხლის გადასარჩენად, ამიტომ წონის კორექციის გამო თანხის აგროვებას ნამდვილად არ ვაპირებ.

ამ ვიდეოს გავრცელებიდან რამდენიმე საათში დამიკავშირდა კლინიკა „ვივამედის“ პიარი და მითხრა, რომ ნინო ნადირაძემ, რომელიც კლინიკის დამფუძნებელია, სთხოვა ჩემთან დაკავშირება – კლინიკა მზადაა, ყოველგვარი პიარის, რეკლამის გარეშე დამიდგეს გვერდით და გაიკეთოს ბარიატრია უფასოდ. ვიყავი ექიმთან, ბატონ ვახტანგ ედიშერაშვილთან, უდიდეს პროფესიონალთან. მანაც იგივე გამიმეორა, რომ არ აქვს არანაირი მოთხოვნა, რომ ეს გავაჟღერო. სწორედ ამიტომ გამიჩნდა უფრო მეტი სურვილი, რომ ეს მეთქვა. არ ვიცი, ამ ოპერაციას გავიკეთებ თუ არა, რადგან ეს ოპერაცია ცოტა მაშინებს და მაფიქრებს, არ არის მარტივად მისაღები გადაწყვეტილება, თუმცა გავიკეთებ თუ არა ამ ოპერაციას, ეს მეორეხარისხოვანია, მთავარი ისაა, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც მზად არიან, დაუდგნენ გვერდში სხვა ადამიანს. ეს არის დღეს ყველაზე ძვირფასი და აღმოჩნდა, რომ არცთუ იშვიათი. ზუსტად ასეთი ადამიანური თანადგომა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში, გაცილებით მნიშვნელოვანი, ვიდრე რეიტინგი და რეკლამა…“

ვიდეო: „მშობიარობის მერე მიჭირს დაკლება და გადავწყვიტე, რომ რადიკალურ გზას მივმართო. შევხვდი ერთ-ერთი კლინიკის წარმომადგენელს, რომელმაც აიღო ტელეფონი და მაჩვენა, რომ ჩემი ფასი ნულის ტოლია…“ – რა შემთხვევას იხსენებს ნინო მუმლაძე და რის გამო დასწყდა გული მსახიობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g