ბაჩანა ლობჟანიძე თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ახალი ფიგურანტია – მისი ჩვენებებიდან ირკვევა, რომ ის და თამარი 2015 წლიდან შეყვარებულები იყვნენ. ერთმანეთი თსუ-ში პირველ კურსზე გაიცნეს. შემდეგ თამარი ქართულ-ფრანგულ ჯგუფში გადავიდა და მათ ურთიერთობა უნივერსიტეტის მიღმაც გააგრძელეს.
ბაჩანა ლობჟანიძე ელისო კილაძისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ ბოლოს ბაჩალიაშვილი დაბადების დღეზე 19 ივნისს ნახა. მასაც და თამარსაც დაბადებისდღე ერთ დღეს ჰქონდათ და მთელი დღე ერთად გაუტარებიათ – ჯერ ლისზე, შემდეგ კი ძველ თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში.
ბაჩანა ლობჟანიძე გამორიცხავს თამარის თვითმკვლელობას, თუმცა ამბობს, რომ როცა ბოლოს ნახა შეყვარებული გაორებული მოეჩვენა. თითქოს სხვა რაღაცაზე ფიქრობდა და თან ისე მელაპარაკებოდაო.
“ვეკითხებოდი რაში ვითარდებოდა, პროფესიულად. კი ვიცოდი, მაგრამ მაინც… კიდევ უნდოდა წასვლა საფრანგეთში და კიბერუსაფრთხოების სწავლა. ბევრი თემები განვიხილეთ და ერთ-ერთი ეს იყო.
ძველ თბილისში, უფრო მუსიკის მოსმენაზე გვქონდა აქცენტი, ვიდრე რაიმე თემაზე. შევნიშნე, რომ შორს ფიქრობდა… რომ ვეტყოდი რაღაცას, მალევე “ბრუნდებოდა”. მეც მისმენდა, თუმცა თავადც რაღაცას ფიქრობდა”, – ამბობს ინტერვიუში ბაჩანა ლობჟანიძე და აღნიშნავს, რომ დაახლოებით, 11 საათისთვის დაშორდნენ ერთმანეთს, ის ტაქსით სახლში, გლდანში წავიდა, თამარი კი საკუთარი მანქანით, სახლში.
ირკვევა, რომ წყვილს საკმაოდ უცნაური ურთიერთობა ჰქონდა. ისინი ტელეფონით თითქმის არ
"ფორტუნამ" საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით შპს "ზეგ"-თან დაკავშირებული ყველა პირი და კომპანია მოიძია.
თამარ ბაჩალიაშვილის სამსახური: კომპანიასთან კავშირში რამდენიმე მაღალჩინოსანის გვარი იკვეთება
“თავის თასქებს უნდა მორჩენილიყო, ასე ვიყავით შეთანხმებული და მერე წამოსულიყო სამსახურიდან და მერე უნდა მენახა.
ჩვენ არ გვყავს საერთო მეგობრები, რომ ვინმესთვის მეკითხა რამე… რა უნდა გამეკეთებინა იმ მომენტში, ვეცნობოდი ინფორმაციებს… როგორ უნდა მომეძებნა.
გაოგნებული ვარ, არც მჯერა ამ თემის.
ჩვენ არ ვიცით გარდაცვლილია თუ არა, არ დასტურდება, ექსპერტს არ უთქვამს, რომ მისი გვამია ამოღებული”, – ამბობს ლობჟანიძე.
ბაჩანა ლობჟანიძე გამოძებასთან თანამშრომლობს და როგორც ინტერვიუდან ირკვევა, ყველა ახალ დეტალზე აწვდის მათ ინფორმაციას, საკუთარი ინიციატივით.
ბაჩანა ლობჟანიძე არასდროს ყოფილა მის სამსახურში და სამძიმრამდე არც სახლში. ამბობს, რომ ოჯახი და მეგობრების ნაწილი, სწორედ სამძიმარზე და დაკრძალვაზე გაიცნო.
“მე ვენდობოდი თამარს რაზეც მუშაობდა და თამარის გარეშე ეს კომპანია არ გამიჩხრიკავს. არ მიმიკითხავს სამსახურში, სელფიც არ გვაქვს გადაღებული. არ მიზიდავს ეგეთი რაღაცეები. ერთად გადაღებული ფოტოებიც არ გვაქვს. სელფის გადაღება არც მე მომწონდა და არც თამარს.
ჩემმა ოჯახმა იცოდა თამარის შესახებ, თუმცა თამარის მშობლებმა არ იცოდნენ”, – ამბობს ბაჩანა ლობჟანიძე.
ბაჩანამ იცოდა, რომ თამარი უნდა წამოსულიყო სამსახურიდან. სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ კი ხელოვნურ ინტელექტზე უნდა ემუშავა მასთან ერთად. ის ამბობს, რომ დაბადების დღის შემდეგ, რამდენჯერმე ჰკითხა წამოვიდა თუ არა სამსახურიდან, რაზეც თამუნა ამბობდა, რომ არ წამოსულა.
შეყვარებულს უამრავი კითხვა აქვს. ბაჩალიაშვილის კუთვნილი ლეპტოპი სწორედ მასთან ერთად გახსნეს, თუმცა ბაჩანა ამბობს, რომ ლეპტოპის კონფიგურაცია ისე იყო შეცვლილი, რომ ვერ გაიგებდი ბოლოს ვინ იყო შესული. ასევე მისი თქმით, წაშლილია აპლიკაციები, დეაქტივირებულია მისი ფეისბუქ ექაუნთი და გასუფთავებული ბოლო მიმოწერები.
ბაჩანა ლობჟანიძე ამბობს იმასაც, რომ ბოლოს თამარმა ინსტაგრამზე, ძველ თბილისი ერთად ყოფნისას გადაღებული ვიდეო ატვირთა, რომლის ჰაშთაგებში ეწერა #mylove. შემდეგ კი ეს ჰაშთაგი გაქრა.
“დეაქტივირებულია ფეისბუქი, წაშლილია მიმოწერები. ასევე წვდომა მოხდა ინსტაგრამზე. თამარმა ატვირთა ჩვენი ვიდეო, სადაც მე და თამარი ვართ ძველ ვიდეოში და იქიდან ის ტეგია ამოშლილი, რომელიც მე მეკუთვნის #mylove” – ამბობს ის.
ამასთან ბაჩანა ლობჟანიძემ გაარკვია, რომ თეთრიწყაროსკენ ბაჩალიაშვილის ერთ-ერთი მეგობარი მარიამ ვარდიაშვილი ცხოვრობდა. გარდა ამისა, მან მიაწოდა გამოძიებას ინფორმაცია, ორი ადამიანის შესახებ, რომელთან ერთადაც თამუნა ბათუმში ერთი წლის წინ იყო და შეყვარებულს აქვს ეჭვი, რომ რაიმე შეხება მათთან გოგონას შესაძლოა შემდეგაც ჰქონდა.
“ჯერ უნდა გაირკვეს თამარის კუთვნილი ლეპტოპი ვინ შეიძინა. ეს არანაირი პროგრამული უზრუნველყოფის ლეპტოპი ეს არაა. ეს არის ჩვეულებრივი მომხმარებლის ლეპტოპი. იქნებ განგებაა გაკეთებული. მე ეჭვი მეპარება მაგ “ზეგ”-ის ნაბიჯებზე. ველოდები გამოძიება როგორ წარიმართება სამსახურის მხრივ და ასევე მანქანის ექსპერტიზის დასრულებას,” – ამბობს ლობჟანიძე.
შეგახსენებთ, რომ 18 ივლისს გაუჩინარებული თამარ ბაჩალიაშვილი 22 ივლისს თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ეფექტიანი გამოძიების მოთხოვნით, 21 ივლისს, ოჯახის ახლობლებმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ბაჩალიაშვილის გაუჩინარებას მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირებდნენ.